
ახალი ამბები
“ტექნიკური ხარვეზი” - ხაშურთან თბილისი-ზუგდიდის მატარებელი გაჩერდა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მგზავრები აღნიშნავდნენ, რომ მატარებელი საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული ხაშურთან ახლოს, სოფელ გომში. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებდა.
“სხვა ტრანსპორტში გადაჰყავთ მგზავრები”, - “საქართველოს რკინიგზის” ცხელი ხაზის ინფორმაციით, მგზავრებს, სურვილის მიხედვით, ზუგდიდამდე ჩაიყვანენ. როგორც იუწყებიან, ნაწილმა თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი.
30 დეკემბერს პრობლემები შეექმნა თბილისი-ფოთის მატარებელს, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა იტყობინებოდა, რომ მგზავრებმა ფოთისკენ გზა დამხმარე მატარებლით გააგრძელეს.
შეფერხების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა 29 დეკემბერსაც.
3 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, "საქართველოს რკინიგზამ" განაცხადა, რომ "რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები", შექმნილია "მძიმე მდგომარე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→