
ახალი ამბები
თეირანიდან სატვირთო თვითმფრინავებს ოქრო გააქვთ - The Times
ბიზნესპრესნიუსი
•9 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ირანის ხელმძღვანელობა გამწვავებული საპროტესტო აქციების ფონზე შესაძლოა, კოლაფსისთვის ემზადება. ამის შესახებ ბრიტანეთის კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა, ტომ ტუგენდჰატმა თემთა პალატას განუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of India ავრცელებს.
მათი მტკიცებით, არსებობს ინფორმაცია რუსული სატვირთო თვითმფრინავების თეირანში დაშვების და ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ოქროს გატანის შესახებ.
„ვხედავთ რუსული სატვირთო თვითმფრინავების მოსვლას და თეირანში დაშვებას, სავარაუდოდ, იარაღითა და საბრძოლო მასალით დატვირთული და ვისმენთ ინფორმაციას ირანიდან დიდი რაოდენობით ოქროს გატანის შესახებ“, - თქვა ტუგენდატმა.
The Times of India ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროზე“ დაყრდნობით წერს, ბოლო დღეებში ირანის მაღალჩინოსნებმა თავისი ოჯახებისთვის საფრანგეთის ვიზები მოითხოვეს. გამოცემა ირანელ-ფრანგ ჟურნალისტ ემანუელ რაზავის ციტირებას ახდენს, რომელმაც განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პარიზში მოღვაწე ადვოკატის მეშვეობით ცდილობდნენ ვიზების მიღებას.
შეგახსენებთ, ირანში დემონს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→