თბილისის შემოვლით გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაღუპულია ერთი ადამიანი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თბილისის შემოვლითი გზაზე, გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა.
რადიო თავისუფლებას შსს-შ დაუდასტურეს, რომ ავტოშემთხვევას ერთი ადამიანი ემსვერპლა.
რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში გუშინდლიდან თოვს. გზები მოყინულია. თბილისის მერიამ დილიდან გაავრცელა განცხადება, რომ დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება და მოსახლეობას მოუწოდა თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→