
ახალი ამბები
თბილისის დუმილის ფონზე, ცხინვალი და სოხუმი ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმას ეხმიანებიან
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თბილისის დუმილის ფონზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს აშშ-ის სამხედრო თავდასხმა ვენესუელაზე და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე წარმოადგენს „გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, რასაც შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოყვეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში, და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა „შეერთებული შტატების აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა“. ამავდროულად, მისმა მოადგილემ განაცხადა, რომ ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ თანამშრომლები უსაფრთხოდ არ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→