ბიზნესი
„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 11 თვეში ბიუჯეტი 14.689 მლნ ლარით შეივსო
ბიზნესპრესნიუსი
•22 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 11 თვეში ბიუჯეტი 14.689 მლნ ლარით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 14 689 431 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 16 034 205 ლარი.
ამასთან, წელს მხოლოდ ნოემბერში „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 2.2 მლნ ლარზე მეტით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 245 254 695 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 203 634 205 ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→