მსოფლიო
ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის – ევროპის 8 ქვეყანა გრენლანდიაზე
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროპის რვა ქვეყანა, დანია, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ტრამპის მხრიდან გრენლანდიაზე უთანხმოების გამო ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ქვეყნები აცხადებენ, რომ ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში ჩატარებული წვრთნები "საფრთხეს არ წარმოადგენს".
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ქვეყნები დანიასა და გრენლანდიელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან, აშშ-სთან ჩაერთონ დიალოგში, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს დაეფუძნება.
"როგორც NATO-ს წევრებს, გვაქვს ვალდებულება, რომ გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საზიარო ტრანსატლანტიკური ინტერესი. მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული წინასწარ კოორდინირებული დანიური წვრთნები, "არქტიკული გამძლეობა", ამ საჭიროებას პასუხობს. ის არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
დანიის სამეფოსა და გრენლანდიელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ. გ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→