
ახალი ამბები
თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ოკუპირებილი ცხინვალის ე.წ სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს "ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალან ბაზაევმა განაცხადა. გამოცემა „საპას“ ცნობით, ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გაასაჩივრებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „თამარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს“ - მეარაყიშვილს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ“.
"სასამართლოს" სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ჟურნალისტებსა და თამარის ოჯახს სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. მეარაყიშვილს მშობლებს თამარასთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს.
მეარაყიშვილი "დანაშაულს" არ აღიარებს და განაგრძობს წინა დღით დაწყებულ შიმშილობას. ის მხოლოდ წყალს სვამს მედიკამენტების მიღებისას.
დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა.
ოკუპურებული...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→