
მსოფლიო
ტაგანროგში დრონების იერიშის შედეგად სავარაუდოდ იწვის ავიაქარხანა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ტაგანროგს სულ მცირე შვიდმა უკრაინულმა დრონმა შეუტია.
რუსული ტელეგრამის არხი ASTRA ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ თავდასხმის სამიზნეები იყო ქარხანა „ატლანტ აერო“ და ბერიევის სახელობის ავიასარემონტო ქარხანა. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი ხანძარი.
როგორც იტყობინებიან, „ანლანტ აერო“ აწარმოებს კომპონენტებს საბრძოლო დრონების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის. წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია დრონ „ორიონისა“ და FPV უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებაზე.
ტაგანროგის მერმა სვეტლანა კამბულოვამ განმარტა, რომ ქალაქზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სამი კერძო სახლი, ორი სამრეწველო საწარმო და ექვსი სატრანსპორტო საშუალება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ტაგანროგში წარმატებით განხორციელდა დარტყმა ქარხანა „ატლანტ აეროზე“.
დრონები დაესხნენ თავს ლიპეცკის ოლქის ქალაქ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→