
ბიზნესი
სუსი სურსათის ფასების ზრდის შესწავლას იწყებს და „მკაცრ სამართლებრივ რეაგირებაზე“ საუბრობს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს, 24 დეკემბერს განაცხადა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“.
მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ დღეს დილას, 24 დეკემბერს - წინასაახალწლოდ - გავრცელებულ ვიდეომიმართვაშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→