
ახალი ამბები
სუს - ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს.
სუს-ი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას, რათა "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".
როგორც სუს-ი აღნიშნავს, ვეფხია კასრაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და "ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი", სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→