
ახალი ამბები
სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე, დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.
საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→