პოლიტიკა
სუს: კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც კასრაძე ამბობდა, რომ სუს-ის თანამშრომელი 2025 წელს მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს.
სუს-ი წერს, რომ პროკურატურას კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართეს, იმისთვის, რომ "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→