ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი მზია ამაღლობელის მეორე საქმეზეც დაარეგისტრირა – საია
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მეორე საქმეზეც დაარეგისტრირა. საუბარია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე.
ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში ამაღლობელის საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. პირველ საქმეზე, (პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები) საიამ წერილობითი პოზიცია წარადგინა.
"პირველი საქმე (Amaghlobeli v. Georgia, no. 13661/25) ეხება 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებული და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შემდეგი უფლებების დარღვევას: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→