
ახალი ამბები
სტოლერმანის საქმე: მკვლელობა პარტიტურის სამი ფურცლისთვის
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
1920 წლის 15 იანვარს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფემიციდი მოხდა. დირიჟორმა სამუელ სტოლერმანმა კარის ჭუჭრუტანიდან ორი გასროლით მოკლა მეუღლე ალექსანდრა, რომელსაც მეორე ოთახში ეძინა.
ეს საქმე განსაკუთრებით უცნაური იმის გამოა, რომ დამნაშავედ ისევ გარდაცვლილი გამოიყვანეს.
მეოცე საუკუნის ათიან წლებში საქართველოში ქართული ოპერების დადგმა დაიწყეს. მანამდე თბილისმა მხოლოდ იტალიური ოპერები იცოდა. ზაქარია ფალიაშვილი ამას იმდენად განიცდიდა, თავის ჩანაწერებში ამბობდა, „ჩაკრულოს“ პატრონი ხალხი გიტარა პესნებსა და „ნიკო, ნიკო, რაზბორნიკოს“ მღერისო.
„აბესალომ და ეთერის“ ფალიაშვილი 10-11 წელი წერდა და საბოლოოდ 1919 წლის 21 თებერვალს დადგა. ეს ქართულ სცენაზე შესრულებული მესამე ოპერა იყო. მანამდე დაიდგა „ქრისტინე“ და „თქმულება შოთა რუსთაველზე“. თუმცა, ხალხის სიყვარული სწორედ ამ ოპერას ერგო.
პრემიერას თავად ფალიაშვილი დირიჟორობდა, მოგვიანებით კი „აბესალომ და ეთერის“ სადირიჟოროდ სამუელ სტოლერმანი მიიწვიეს.
სამულელი 1874 წელს, რუსეთის ქალაქ კიახტაში (ბურიატიის რესპუბლიკა), ღარიბი ებრაელის ოჯახში დ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→