
ტექნოლოგია
"სტარლინკის" ინტერნეტი ირანისთვის უფასო გახდა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ ირანში ინტერნეტი სრულად გათიშა, Starlink-ი ირანელებისთვის გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან საშუალებად იქცა, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს.მიუხედავად იმისა, რომ ირანის მასშტაბით ათიათასობით Starlink-ის ტერმინალი და ანტენაა განთავსებული, მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გადახდისას სირთულეებს აწყდებოდნენ. ასევე ვრცელდება ცნობები Starlink-ის სიგნალის სერიოზული შეფერხებების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს, განაცხადა რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.
„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოხრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - უთხრა ტრამპმა CBS News-ს.
გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→