
გართობა
Starlink ვენესუელას ერთთვიანი უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს
ბიზნესპრესნიუსი
•5 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ტელეკომუნიკაციების განყოფილება, Starlink მომდევნო თვის განმავლობაში ვენესუელელებისთვის უფასო ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე Starlink-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
„Starlink ვენესუელას მცხოვრებლებს 3 თებერვლის ჩათვლით უფასო ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომას სთავაზობს, რაც შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს,“ - წერია განცხადებაში.
თავად ილონ მასკმა ეს გადაწყვეტილება ვენესუელას ხალხის მხარდაჭერის სურვილით ახსნა.
„ვენესუელას ხალხის მხარდასაჭერად,“ - დაწერა მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ზე და Starlink-ის განცხადება გაიმეორა, პოსტის ბოლოს კი ვენესუელას დროშა დაამატა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→