
ბიზნესი
სომხეთში აზერბაიჯანული ბენზინი არსებულ საბაზრო ფასებზე იაფად გაიყიდება
Radio Tavisupleba👁️4
📰 სტატიის მონაკვეთი
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანია Mega Trade-ის დირექტორი კარენ კაირიანი აცხადებს, რომ ერთი ლიტრი მაღალი ოქტანის (AI 95) პრემიუმ-ბრენდის ბენზინი გაიყიდება 440 დრამად [3.1 ლარად).
„ეს მნიშვნელოვნად იაფია, რადგან პრემიუმ ხარისხის ბენზინის ფასი ამჟამად ბაზარზე არის 520 დრამი [3.66 ლარი]“, - ამბობს ის.
კომპანიამ 600 ტონა ბენზინი შეისყიდა. დირექტორი კაირიანი გვეუბნება, რომ თუკი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები განვითარდება და მათ კონკურენტულ ფასს შესთავაზებენ, მზად არის, რომ „რეგულარის“ მარკის აზერბაიჯანული ბენზინიც შეიტანოს ქვეყანაში.
რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციიდან, რომ აზერბაიჯანული ბენზინის შესყიდვით კომპანია „ამდიდრებს აზერბაიჯანულ არმიას“, კარენ ჰაირიანი აცხადებს რომ ის პოლიტიკოსი არაა და ბიზნესითაა დაინტერესებული. ის ინტერესს გამოხატავს, რომ იმპორტი გააგრძელოს.
ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია, რომელია მეორე კომპანია, რომელმაც აზერბაიჯანული ბენზინი შეისყიდა.
სომხური მედიის ცნობით, გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→