
ახალი ამბები
სოხუმში ყოფილ მინისტრთა საბჭოს შენობას კიდევ ერთი ექსპერტიზა მომავალ წელს ჩაუტარდება
ბიზნესპრესნიუსი
•26 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აფხაზეთის ყოფილ მინისტრთა საბჭოს შენობას ექსპერტები მომავალ წელს შეამოწმებენ. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ აგრბამ განაცხადა, რასაც “აფსნიპრესი” ავრცელებს.
ეს საჭიროა შენობის ტექმოსამზადებლად კონკურსისთვის, რომელიც მისი რეკონსტრუქციის ან ჩანაცვლების საუკეთესო პროექტის გამოსავლენად უნდა ჩატარდეს
დე ფაქტო მერის თქმით, ადგილი ორჯერ შემოწმდა, თუმცა რაკი ექსპერტების დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო. კერძოდ, არსებობს ორი ლიცენზირებული კომპანიის სრულიად განსხვავებული დასკვნა. ერთის მიხედვით, შენობა სეისმურად მდგრადი არ არის და, შესაბამისად, მთლიანად უნდა დაიშალოს. მეორე დასკვნაში წერია, რომ შენობა უნდა შემსუბუქდეს და მხოლოდ მეექვსე სართულამდე დაიშალოს.
კონკურსი მხოლოდ საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ გამოცხადდება, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის სექტემბერში დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბამ სოხუმის ე.წ. მერს დაავალა. გუნბა მაშინ ამბობდა, რომ შენობის გვერდებზე არსებული ორი ფლიგელი შენარჩუნდებოდა, რომლებიც აფხ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→