
პოლიტიკა
სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ს გრენლანდია ევროპის სისუსტის გამო სჭირდება
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ევროპის სისუსტე აშშ-ის მიერ გრენლანდიის კონტროლს აუცილებელს ხდის გლობალური სტაბილურობისთვის.„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ. ევროპელები სისუსტეს აჩვენებენ, აშშ კი - სიძლიერეს“, - აღნიშნა ბესენტმა NBC-ის ეთერში.მისი თქმით, გრენლანდიის საკუთრებაში მიღება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკური ჭადრაკის მატჩში.„პრეზიდენტი თვლის, რომ უსაფრთხოების გაძლიერება შეუძლებელია გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში ყოფნის გარეშე“, - აღნიშნა ბესენტმა.მისი თქმით, მიაჩნია, რომ ევროპელი ლიდერები საბოლოოდ დაეთანხმებიან გრენლანდიაზე აშშ-ის კონტროლის იდეას.„მჯერა, ევროპელები მიხვდებიან, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა ბესენტმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→