
მსოფლიო
"სიტყვებით ომი" - 2025 წელი "ოცნების" და პროტესტის ენაში
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ენათმეცნიერი მარინე ბერიძე 2025 წელს სიტყვებით აჯამებს.
რადიო თავისუფლება: 2025 წლის საქართველოს აღწერა რომ მოვინდომოთ იმ სიტყვებით და ფრაზებით, რაც მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან, პროტესტის მონაწილეების მხრიდან თუ უბრალოდ, გარშემო, ხალხში, რას გამოარჩევდით, რა გახსენდებათ?
მარინე ბერიძე: 2025 წლის რიტორიკა, იქიდან თუ აქედან, ფაქტობრივად, დიალოგი იყო - მოკლე ფრაზებით, სლოგანებით, სიტყვებით და ცნებებით. 2025 წელი იყო გადაწყვეტილება ერთი სიტყვით: “ბოლომდე”. თუმცა ამ წელს, ცხადია, წინა წლების რიტორიკა უსწრებდა წინ და ეს იყო სიტყვებით ომი - “აბა, ომი გინდათი” დაწყებული - დიქტატორული რეჟიმებისთვის პროპაგანდისტული ენა უცხო არ არის და ამას მეცნიერები სპეციალურად სწავლობენ ხოლმე. სიტყვები, ასეთ დროს, მნიშვნელობებს იცვლიან ხოლმე, განდევნიან სხვა სიტყვებს, რომლებიც ამ მნიშვნელობებისთვის არსებობდა. ჩვენთანაც ასე მოხდა.
რადიო თავისუფლება: მაგალითად?
მარინე ბერიძე: აი, მაგალითად, საინტერესოა, ჯერ კიდევ საბჭოთა პროპაგანდის დროს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→