
მსოფლიო
სირიის მთავრობამ ქურთების მეთაურობით მოქმედ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ შეთანხმებას მიაღწია
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სირიის მთავრობის განცხადებით, ქურთების მეთაურობით მოქმედ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ (SDF) ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას BBC-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმება, რომელსაც ხელი სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა მაზლუმ აბდიმ მოაწერეს, წარმოადგენს თითქმის ორკვირიანი საბრძოლო მოქმედებების დასასრულს და ის არის უფრო ფართო, 14-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი, რომელიც „სირიის დემოკრატიული ძალების“ სირიის სამხედრო და სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირებას უზრუნველყოფს.
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ შეთანხმება სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ კონტროლი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სამ პროვინციაზე - ელ-ჰასაქაზე, დაირ-ელ-ზავრსა და რაკაზე.
„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ავტონომიური ადმინისტრაცია სირიის სამოქალაქო ომის დროს, თითქმის ათი წლის წინ, შექმნა შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერით, რომელმაც მისი შეიარაღება და გაწვრთნა უზრუნველყო. SDF წარმოადგენდა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→