სირიის მთავრობამ ქურების მეთაურობით მოქმედ ძალებთან შეთანხმებას მიაღწია
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ კვირას გამოაცხადა შეთანხმება ქურთების მეთაურობით მოქმედი ძალების მეთაურთან. შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას მას შემდეგ, რაც სამთავრობო ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე წარმატებას მიაღწიეს. შეთანხმება, რომელიც ასევე ითვალისწინებს ქურთების ადმინისტრაციისა და ძალების სახელმწიფოში ინტეგრაციას, დარტყმაა ამ უმცირესობისთვის, რომელსაც დიდი ხანია აქვს ამბიციები შეინარჩუნოს დე ფაქტო ავტონომია, რომელსაც ის ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.შეთანხმება მოხდა 18 იანვარს სირიის ქალაქ რაყაში ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებსა და დამასკის ერთგულ ადგილობრივ მებრძოლებს შორის მომხდარი სასიკვდილო შეტაკებების შემდეგ.შეთანხმება მოჰყვა ხელისუფლებასა და ქურთებს შორის თვეების განმავლობაში შეჩერებულ მოლაპარაკებებს მათი ადმინისტრაციისა და ძალების ცენტრალურ მთავრობაში ინტეგრაციის შესახებ.საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 18 იანვარს ესაუბრა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას, რათა გამოე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→