
მსოფლიო
სირიის მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადეს
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სირიის მთავრობამ და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) ფრონტის ყველა ხაზზე ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, რომლის პარალელურადაც SDF მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სირიის ტერიტორიას დატოვებს, მისი ძალები კი სირიის მთავრობას შეუერთდება.შეთანხმებას ხელს აწერენ სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა და SDF-ის მეთაური, მაზლუმ აბდი.სირიის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მოიაზრებს, რომ SDF-ის მიერ კონტროლირებული პროვინციების, დაირ ელ-ზავრისა და რაკას სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაცია სირიის მთავრობას დაუყოვნებლივ და სრულად გადაეცემა. ამასთან, ელ-ჰასაქის რეგიონის ადმინისტრაცია სირიის სახელმწიფოს შეუერთდება.გარდა ამისა, ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოები ასევე სირიის მთავრობის მფლობელობაში გადავა.შეთანხმების ფარგლებში, SDF-ის ძალების წარმომადგენლები შესაბამისი უსაფრთხოების შემოწმებების ჩატარების შემდეგ სირიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შეუერთდებიან, ხოლო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→