
ახალი ამბები
სიკვდილი მინეაპოლისში: საპირისპირო შეხედულებები ერთ მოვლენაზე
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მინეაპოლისში ICE-ის აგენტის მიერ სამი გასროლით ქალის მოკვლამ პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია და დრამატული მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, საკუთარი პერსპექტივიდან გამომდინარე, საპირისპირო დასკვნები გამოიტანონ ერთი და იმავე კადრების საფუძველზე.
ტრაგედიამ კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა: აშშ-ის ამომრჩევლებმა მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირეს მხარი, მაგრამ ICE-ის მეთოდები მზარდ უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომ მინეაპოლისში სიკვდილის შემთხვევამ შესაძლოა სერიოზული შედეგები მოიტანოს ადმინისტრაციისთვის.
რენე ნიკოლ გუდის სიკვდილი. დეტალები
7 იანვარს ICE-მ (აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა) მინეაპოლისში ჩაატარა რეიდი, რომლის დროსაც 37 წლის რენე ნიკოლ გუდს, სამი შვილის დედას და პოეტს, ესროლეს და მოკლეს. აშშ-ის მოქალაქე და წარმოშობით კოლორადოელი გუდი, როგორც იტყობინებიან, რეიდის სამიზნეებს შორის არ ყოფილა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გუდის მანქანა გზის გარდიგარდმო დგას და მოძრაობას იწყებს, როდესაც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→