
ახალი ამბები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 ადამიანი დააკავა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დღეს, 16 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი და 14 დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.
დარახველიძის თანახმად, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. მათი უმრავლესობა ნასამართლევია სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
დარახველიძის თქმით, საპოლიციო ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
„დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→