
ბიზნესი
„შევდივართ უცხოურ ბაზრებზე, მათ იციან ქართული ღვინის გემო და როცა დააგემოვნებენ, არ ხვდებათ ის, რასაც ელოდებიან“
ბიზნესპრესნიუსი
•17 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„შევდივართ უცხოურ ბაზრებზე, მათ იციან ქართული ღვინის გემო და როცა დააგემოვნებენ, არ ხვდებათ ის, რასაც ელოდებიან“ - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ჰიბრიდული ჯიშებით წარმოებული პროდუქცია ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზრებზე სახელს უფუჭებს.
„იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ჰიბრიდული ჯიშებისგან აწარმოებენ ღვინოს, რომელიც საბოლოოდ ხარისხის არ შეესაბამება, აუცილებელი უნდა გახდეს გარკვეული რეგულაციების დაცვა, რადგან ეს ფაქტი ქართულ ღვინოს სახელს უფუჭებს.
ამ მიმართულებით ყველაზე კარგი იქნება მომხმარებლიდან წამოსული უკუკავშირი, რასაც აქვს გავლენა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ის რისკი, რაც არის დღეს - შევდივართ უცხოურ ბაზრებზე, მათ იციან ქართული ღვინის ისტორიული წარმოშობის, გემოს, ტრადიციის შესახებ და როცა დააგემოვნებენ, არ ხვდებათ ის, რასაც ელოდებიან. ეს აისახება უკუკავშირში და გასაღებული ღვინის რაოდენობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ის საფეხურები, რასაც ღვინო გადის, გაუმჯობესდეს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→