
ახალი ამბები
"შეუფასებელია თქვენი როლი" - ივანიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მილოცვის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით, ისინი „დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით“ ულოცავენ ილია მეორეს დაბადების დღეს და გამოხატავენ მადლიერებას:
„იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ... ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა. განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება“, წერია მილოცვის წერილში.
ივანიშვილი წერს, რომ შეუფასებელია ილია მეორის როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული მისი სიტყვა „სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება“.
„გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ“, - წერე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→