
ბიზნესი
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესში ცვლილება შედის
ბიზნესპრესნიუსი
•14 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესში ცვლილება შედის. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შემსყიდველ ორგანიზაციასა და პოტენციურ მიმწოდებელს შორის, მიმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით.
სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში) არ გაითვალისწინება.
ბრძანების მიხედვით, ცვლილება არ ეხება MRS მოდულის საშუალებით წარმოებულ მიმოწერას.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც. სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური ელექტრონული ფოსტის მისამართები უკვე შეიქმნა ერთიან ელექტრონულ სისტემაში „შემსყიდველი ორგანიზაციის“ სტატუსით რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის აუცილებელი პაროლები, სააგენტო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→