
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა, მისი ძმა კობა ხუნდაძე კი საპატიმროდან გაათავისუფლეს
ბიზნესპრესნიუსი
•19 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ადვოკატი არ საუბრობს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კობა ხუნდაძის გათავისუფლების ფონზე, დააკავეს მისი ძმა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად და...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→