
ახალი ამბები
შეიძლება თუ არა ირანში ვენესუელის მსგავსი სცენარი განვითარდეს?
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკვე ორი კვირაა ირანი შეძრა საყოველთაო საპროტესტო აქციებმა, რაც ამ ქვეყნის რელიგიური ისტებლიშმენტისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.დემონსტრაციები 28 დეკემბერს დედაქალაქის ბაზრებში დაიწყო - თეირანის კომერციულ და პოლიტიკური ცენტრში - და მას შემდეგ 92 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნის უმეტეს ნაწილში გავრცელდა.რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა, რადიო „ფარდა“ საპროტესტო აქციების მნიშვნელობასა და იმის შესახებ, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანში სამხედრო ჩარევა, ესაუბრა მაიკლ რუბინს, პენტაგონის ყოფილ ოფიციალურ პირს, რომელიც უფროს მკვლევრად მუშაობს American Enterprise Institute-ში.
რადიო თავისუფლება: უახლეს სტატიაში თქვენ წერთ, რომ ირანში „დემოკრატია, სავარაუდოდ, შორსაა". რატომ ფიქრობთ ასე?
რუბინი: იმიტომ, რომ ირანში ძალიან ბევრი ძალაა, რომელიც დემოკრატიას ეწინააღმდეგება. ეს ძალები, რომლებსაც დემოკრატიის ჩაშლა სურთ, ამჟამად გაცილებით უკეთ არიან აღჭურვილნი რესურსებით და, სავარაუდოდ, გაცილებით უკეთ იქნებიან შეიარაღებული. ისტორიის ფაქტორიც გასათვალისწინე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→