
მსოფლიო
შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავების ადგილიც არ არის?! როგორ მიიტანა იერიში უკრაინულმა დრონმა რუსულ წყალქვეშა გემზე
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ მათმა წყალქვეშა დრონებმა Sub Sea Baby-მა ააფეთქეს 636.3 „ვარშავიანკა“ კლასის წყალქვეშა ნავი (ნატოს კლასიფიკაციით - Kilo), რითაც წყალქვეშა ნავი კრიტიკულად დაზიანდა და ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოვიდა.
СБУ-ში განაცხადეს, რომ წყალქვეშა ნავზე განთავსებული იყო „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსან რაკეტა, რომლებსაც რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის იყენებენ: „ეს იყო SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 მთავარი სამმართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“.
СБУ-მ განაცხადა, რომ „ვარშავიანკას“ კლასის წყალქვეშა ნავის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. წყალქვეშა ნავების ეს კლასი ასევე ცნობილია, როგორც „შავი ხვრელი“, კორპუსის ხმის შთანთქმის და SONAR-თვის (Sound Navigation And Ranging) შეუმჩნევლად დარჩენის უნარის გამო.
წყალქვეშა ნავზე იერიშის მიტანის ზუსტი დრო არ არის ცნობილი. თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დარტყმა დღის საათებში მოხდა.
თუმცა რუსული მხარე უარყოფს SBU-ს განცხადებას.
„მტრის მცდელობამ უპილოტო წყალქვეშა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→