
ახალი ამბები
შალვა კერესელიძე - ჩვენს ინიციატივას მხარდაჭერა რომ ექნებოდა, ამის იმედი არ გვქონდა - 2019 წლის 20 ივნისსა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხომ არ იყო ერთი ადამიანის მიერ გაცემული ბრძანება?
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, თუმცა ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
კერესელიძის თქმით, ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მკაფიოდ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.
კერესელიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის მთავარი კითხვაა, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს როგორც 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების, ისე 2024 წლის აქციების დროს აკრძალული ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენების შესახებ.
„რა თქმა უნდა ინიციატივას ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ინიციატივას მხარდაჭერა რომ ექნებოდა, ამის იმედი არ გვქონდა... განსაკუთრებით მას შემდეგ ვართ დარწმუნებულები, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მკაფიოდ თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიას რეზ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→