
ახალი ამბები
შაბათს კიევში ელექტრომომარაგების რიგგარეშე გათიშვა განახორციელეს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შაბათს შუადღისას კიევში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოცხადდა. უკრაინის დედაქალაქში შეწყდა წყლისა და გათბობის სისტემების, ასევე ელექტროტრანსპორტის მუშაობა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა და აღნიშნა, რომ
საგანგებო გათიშვის შესახებ განკარგულება „უკრენერჰომ“ გასცა.
ეს გამოწვეულია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგებით. კიევი 8-9 იანვრის ღამეს დაბომბეს. დარტყმის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა და, მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსების დაახლოებით ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა. რემონტის შემდეგ გათბობა ნაწილობრივ აღდგა. კლიჩკომ უკვე წინა დღეს მოუწოდა კიევის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ, დროებით დაეტოვებინათ ქალაქი, თუ მათ აგარაკებს ალტერნატიული გათბობისა და ენერგიის წყაროები ჰქონდათ.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ 10 იანვარს, ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აღნიშნა, რომ სპეციალისტებმა პრობ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→