ახალი ამბები
სეს-მა ზუგდიდის აგრარული ბაზარი წელს უკვე მეხუთედ დააჯარიმა - მიზეზები
ბიზნესპრესნიუსი
•18 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის აგრარული ბაზარი დააჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N 96 მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმურად შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველის და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი, სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 1501.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აღნიშნულის სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→