
ახალი ამბები
სენატორი გრემი: პრეზიდენტ ტრამპისგან „მწვანე შუქი“ აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ეხება. ტრამპის მხრიდან „მწვანე შუქის“ შესახებ მასთან 7 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.
ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი სხვებთან ერთად კანონპროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კანონპროექტი ითვალისწინებს ზომების მიღებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესი აქვთ.
სენატორ გრემის თანახმად, მხარდაჭერა დროული იქნება მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უდანაშაულოთა მკვლელობას განაგრძობს.
გრემის განცხადებით, კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მისცემს დასჯის შესაძლებლობას იმ ქვეყნების, რომლებიც განაგრძობენ პუტინის სამხედრო მანქანის მკვებავი იაფი რუსული ნავთობის შეძენას. რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, პრეზიდენტს ექნება ზემოქმედების დიდი ბერკეტები ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→