
ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15 000 ლარამდე იზრდება
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ამავე სხდომაზე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არხის დირექტორმა თქვა, რომ მომდევნო წელს პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა, პრიორიტეტი კი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხელფასი აქვთ.
თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებლის დირექტორად 2020 წლის სექტემბერში 6 წლის ვადით აირჩიეს. მან 2024 წლის ბოლოს უარი თქვა, ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე გაზრდოდა.მისი დირექტორობის დროს არხი ახალ შენობაში გადავიდა.ასევე მისი დირექტორობის დროს არაერთი კითხვა დაისვა არხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების შესახებ. ადამიანთა ნაწილი, რომელიც ამ საკითხზე საუბრობდა, ტელევიზიის თანამშრომელი აღარა. მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას გამორიცხავენ თანამშრომლების ნაწილი და მენეჯმენტი.
გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს დღევანდელ, 23 დეკემბრის, სხდომაზე უყარეს კენჭი. სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ 7000 ლარამდე (ხელზე ასაღები) გაიზრდება აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი - მის ასარჩევად კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→