
ახალი ამბები
საუდის არაბეთი თავის საფონდო ბირჟას ყველა უცხოელი ინვესტორისთვის ხსნის
ბიზნესპრესნიუსი
•7 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საუდის არაბეთი თავის საფონდო ბირჟას ყველა უცხოელი ინვესტორისთვის ხსნის. კაპიტალის ბაზრის სამმართველო (Capital Market Authority-CMA) სპეციალურ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს ხსნის, რომლებიც ადრე არარეზიდენტებზე ვრცელდებოდა. ამის შესახებ CMA-ს განცხადებაში წერია, რასაც LIGA.net ავრცელებს.
ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა ინვესტორებისგან მოითხოვდა, რომ მართვის ქვეშ, მინიმუმ, 500 მლნ დოლარის აქტივები ჰქონოდათ.
1 თებერვლიდან უცხოელები Tadawul-ის მთავარ ბირჟაზე აქციების პირდაპირ ყიდვა-გაყიდვას შეძლებენ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება მეტ უცხოურ ინვესტიციას მიიზიდავს და ბაზრის ლიკვიდურობას გააუმჯობესებს.
მარეგულირებლის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოსთვის საუდის არაბეთის 2.3 ტრლნ დოლარის ღირებულების საფონდო ბირჟაზე უცხოური საკუთრების ოდენობამ 157.3 მლრდ დოლარი შეადგინა, ამ თანხის, დაახლოებით, 88% მთავარ ინდექსზე იქნა კონცენტრირებული.
Bloomberg-ის შეფასებით, ერ-რიადის უცხოური სახსრები სულ უფრო მეტად სჭირდება. მაღალი ხარჯი და ნავთობიდან დაბალი შემოსავალი მთავრობის საბიუჯეტო დეფიციტს აღრმავებს,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→