
ბიზნესი
სატვირთო ავტომობილების იმპორტი შემცირდა, ფასი კი გაიზარდა – სად და რამდენად ვყიდულობთ
ბიზნესპრესნიუსი
•17 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი 34%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 10 488 სატვირთო (ჯამში 139 მილიონი დოლარის ღირებულების), გასული წლის იმავე პერიოდში კი 15 952 ერთეული სატვირთო ავტომობილი (სულ 194.8 მილიონი დოლარის ღირებულების).
გასული წლის საანგარიშო პერიოდში ერთი სატვირთო ავტომობილის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 13 260 დოლარი ჯდებოდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი საშუალო ფასი 12 214 დოლარი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ სატვირთო ავტომობილების იმპორტი 8.5%-ით გაძვირდა. (ავტორის შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ გამოშვების წლის, მარკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთეულის ფასი შესაძლოა საშუალოზე მეტი ან ნაკლები ყოფილიყო).
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ სატვირთო ავტომობილების უდიდესი ნაწილის იმპორტი გერმანიიდან განახორციელა. კერძოდ, ამ ბაზრიდან წელს 3 041 ერთეული სატვირთო ვიყიდეთ.
უფრო დეტალურად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ავტომობილების უდ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→