
პოლიტიკა
სატარიფო ომი არავის ინტერესებში არ შედის – კირ სტარმერი
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, ტარიფები დაუწესოს გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის გეგმას გრენლანდიაზე კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით, სრულიად არასწორია.„დანია გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, ნატო-ს ამაყი წევრი, რომელიც ჩვენს გვერდით დგას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალიანსები მტკიცეა, რადგან ისინი პატივისცემასა და პარტნიორობაზეა აგებული და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენება სრულიად არასწორია. ეს არ არის ალიანსში არსებული უთანხმოებების მოგვარების სწორი გზა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.ამასთან, კითხვაზე, განიხილავენ თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ტარიფებით უპასუხონ, სტარმერმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ომი არავის ინტერესებში არ შედის.„სატარიფო ომი არავის ინტერესებში არ შედის. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ, ჩემი მიზანია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ. უნდა ვიპოვოთ პრაგმატული, გონივრული...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→