
პოლიტიკა
საპროტესტო მოძრაობის - „300 ქალი“- წარმომადგენლებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს და ციხის დირექტორს მიმართეს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები“ - ამ მოთხოვნით ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ნანა სანდერის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“, „ანასტასია ზინოვკინას სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“ და სხვა.
აქციის ორგანიზატორებმა განცხადებით მიმართეს #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნეტან ვერულაშვილს და აღნიშნეს, რომ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა და ამაზე პასუხისმგებლობა ნესტან ვერულაშვილს ეკისრება.
„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის. კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი სატელეფონო და წერილობითი საუბრებით ჩვენ ვისმენთ და ვიგებთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა. ქალბატონო ნესტან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→