
მსოფლიო
საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა ირანი დატოვა
ბიზნესპრესნიუსი
•13 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა კვირას და ორშაბათს ირანი დატოვა,- ინფორმაციას მედია საშუალებები წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ამასთან, წყაროები არ ადასტურებენ, საელჩოს რამდენმა თანამშრომელმა დატოვა ქვეყანა.
„საელჩოს სტრუქტურა გადაკეთდა, რათა მას ადგილობრივ კონტექსტში თავისი მოვალეობების შესრულება შეეძლოს. ჩვენი პერსონალისა და მოქალაქეების დაცვა პრიორიტეტულია“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, საელჩო ღიაა და ფუნქციონირებს.
„ჩვენი საელჩო ღიაა და ფუნქციონირებს. ელჩი იქ არის თავის გუნდთან ერთად. უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა ირანში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მესამე კვირაა მიმდინარეობს. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ირანის ადამიანის უფლებების“ (IHRNGO) ცნობით, აქციების დარბევისა და არეულობის შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 648 მომიტინ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→