ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ი. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ "სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.ი. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს" - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→