ახალი ამბები
სანადირო თოფიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა - სიღნაღში შსს-მ 1 პირი დააკავა
Tabula
•16 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება”. - წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→