
ახალი ამბები
სამხრეთ რუსეთიდან საახალწლო დღეებში ყველაზე ხშირად აფხაზეთში ისვენებდნენ
ბიზნესპრესნიუსი
•19 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
საახალწლო დღეებში კრასნოდარის მხარის მცხოვრებლებმა საზღვარგარეთ, წინა წელთან შედარებით,15%-ით მეტჯერ იმოგზაურეს, ხოლო დამსვენებლების ყველაზე დიდი რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში იმყოფებოდა. ათეულში, ასევე, საქართველოს დანარჩენი ტერიტორია და აზერბაიჯანი მოხვდა.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.
მთლიანად, რუსეთიდან საახალწლო დღეებში ჩასული ვიზიტორების რაოდენობით ბელარუსი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებულ საემიროები ლიდერობდნენ, ხოლო რუსი ტურისტული ტრაფიკის რეკორდული, ანუ 200%-იანი ზრდა ვიეტნამში დაფიქსირდა.
შემდეგი ახლო აღმოსავლეთის იორდანიაა (+168%), რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსებისთვის სავიზო მოთხოვნა გააუქმა და ბოსნია-ჰერცეგოვინა (+93%).
ეს უკანასკნელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებს ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში მოხვედრა სერბეთიდან არის შესაძლებელი, რომელიც ევროპული ქვეყნებიდან რუსეთთან პირდაპირი ავიარეისებით ერთადერთია.
ცნობისთვის: წინა წელთან შედარებით, ახალი წლის დღეები საზღვარგარეთ 22.5%-ით მეტმა რ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→