მსოფლიო
სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვს
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
სამხრეთ კორეის პროკურატურა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. მას 2024 წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით შეიარარებული აჯანყების მცდელობაში ედება ბრალი.
სამხრეთ კორეაში პატიმარი სიკვდილით ბოლოს 1997 წელს დასაჯეს. 1998 წლიდან სიკვდილით დასჯა სამართლებრივად არ გაუქმებულა, თუმცა, მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.
იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.
2025 წლის აგვისტოში სამხრეთ კორეაში ფინანსური აქციების მანიპულაციისა და კორუფციის ბრალდებით ასევე დააკავეს ყოფილი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→