
ბიზნესი
საქსტატი: 2025 წლის მესამე კვარტალში მშპ 6.4%-ით გაიზარდა
Civil Georgia👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა და 27.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), განათლება (20.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.0%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3%).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0%) და დამ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→