„საქმის მასალებს ვირუსულად გავავრცელებ“, - დაკავებული არასრულწლოვნის დედა შიმშილობას აგრძელებს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
მეორე დღეა, საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობას აგრძელებს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე.
ის აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მის შვილს ბრალს არ მოუხსნიან. ჯერჯერობით მას პროკურატურიდან არავინ გამოხმაურებია.
ტვ "პირველთან" საუბარში მან განაცხადა, რომ გაასაჯაროებს საქმის მასალებს, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს და რომ პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამ ბრალს უკან წაიღებს:
„მე აქ მოვკვდები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იმ საქმეში დამნაშავეების დანაშაულიც იკვეთება და უდანაშაულოების უდანაშაულობაც. ყველა ბრალდებაზე გამოვაქვეყნებ პასუხს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებს დღეს ვირუსულად გავავრცელებ“, - აცხადებს სოფო ძნელაძე.
დემეტრე ჩიქოვანის დედის მტკიცებით, პროკურატურამ მის შვილს ბრალი „მოკლული მასწავლებლის დედის გასაჩუმებლად დაუმძიმა“.
მისი განცხადებით, 29 სექტემბერს, როცა დემეტრე მეგობრებს თემქაზე გაჰყვა, სადაც გიგა ავალიანი სასიკვდილოდ სცემეს, ვერაფრით ეცოდინებოდა რისთვის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→