
მსოფლიო
„სახლში სასწრაფოდ გაქცევას არავინ აპირებს“: ვენესუელური დიასპორა ლოდინის რეჟიმშია
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ახალი განთიადი ვენესუელისთვის,“ - ასე აღწერა აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის მომავალი მას შემდეგ, რაც შაბათს, კარაკასში ჩატარებული რეიდის შედეგად, აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. თუმცა, იმ რვა მილიონი ვენესუელელისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკურ ნგრევასა და რეპრესიებს გაექცნენ, ორშაბათს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე მადუროს წარდგენით გამოწვეული სიხარული იმის გაცნობიერებამ გაანელა, რომ მისი ქვეყნის სათავეში კვლავ დამხობილი პრეზიდენტის გარემოცვა დარჩებოდა. არადა, მადუროს დამხობის შესახებ ცნობებმა თავდაპირველად დიასპორაში დიდი ზეიმი გამოიწვია. ადამიანებს ხმა უკანკალებდათ, როდესაც იხსენებდნენ სიდუხჭირეს, რომელსაც გამოექცნენ და ოჯახებს, რომლებიც სამშობლოში დატოვეს.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს, მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ბარგის ჩალაგებას ჯერ არ აპირებენ. უმეტესობამ უცხოეთში დარჩენისა და სახლში ფულის გაგზავნის გაგრძელების მიზეზად ქვეყნის განადგურებული ეკონომიკა დაასახელა. ზ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→