ახალი ამბები
სახელოვნებო უნივერსიტეტებს უკვე უთხრეს, რომ ლექტორები შეამცირონ - ჯანაშია
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორის, სიმონ ჯანაშიას თქმით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში ივანიშვილის კულტურის სამინისტროდან უკვე მიიღეს დირექტივა, რომ ლექტორების რაოდენობა შეამცირონ.
"სახელოვნებო უნივერსიტეტების პროფესორები: თეატრალურიდან, სამხატვროდან და კონსერვატორიიდან, ჰყვებიან იმას, რომ მათ სასწავლებლებში კულტურის სამინისტროდან დირექტივები უკვე მივიდა, რომ პროფესორების რაოდენობა უნდა შეამცირონ - მაგალითად, თუ ახლა კონკრეტულ მიმართულებაზე 4 სრული პროფესორია, ეს 1 ადამიანამდე უნდა ჩამოიყვანონ. ანუ, დანარჩენი 3 პროფესორი ან უნდა გაუშვან, ან ჩამოაქვეითონ [...]
პრობლემა არაა, ჩვენ თვითონ შევარჩევთო - წარმოიდგინეთ, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული კომისია შეარჩევს, მაგალითად, ვინ უნდა ასწავლოს არქიტექტურა სამხატვრო აკადემიაში. საიდან და რა ნიშნით უნდა შეარჩიოს ეს პიროვნება პოლიტიკური ლოიალობის გარდა". - თქვა ჯანაშიამ ფორმულასთან საუბარში.
ამ ინფორმაციის შესახე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→