
ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კაია კალასს: სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ
👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის აპარატის უფროსმა, გევინ უაქსმა კაია კალასის განცხადებას, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს სავიზო შეზღუდვები ევროპის მოქალაქეებისა და ოფიციალური პირების მიმართ, მიუღებელია და წარმოადგენს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას“.
„აშშ-ს აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს, თუ ვის შეუძლია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სრულიად მართებული ზომაა იმ პირების შეზღუდვა, რომელთა მიზანია ჩვენი მოქალაქეებისა და კორპორაციების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩახშობა. სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ და მათი მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული გავლენა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა გევინ უაქსმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→